ჩვენ შესახებ
საქართველო მსოფლიო რუკაზე პატარა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ბუნების მქონე ქვეყანაა, რომლის დათვალიერების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თუ ერთხელ მაინც ეწვიეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებსა თუ ზღვისპირა მხარეებს, ის თქვენ გულებში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
CampShare 2019 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე და სურს ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, დაამკვიდროს ლაშქრობის მაღალი კულტურა და ყველა ადამიანისათვის „თვალმისაწვდომი” გახადოს საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები. ამ მიზნის განსახორციელებლად, ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სალაშქრო აღჭურვილობის გაქირავების სერვისს.
სწორედ ქართული ბუნების სიყვარული გახდა ის განმაპირობებელი ფაქტორი, რომელმაც გადაგვაწყვეტინა სალაშქრო ინვენტარის გაქირავება შეგვეთავაზებინა მომხმარებელთათვის.
CampShare 2023 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ სალაშქრო ნივთების ქირაობას, არამედ მათ შეძენასაც. ჩვენთან თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა ბრენდის ოფიციალური პროდუქცია, აღიჭურვოთ სალაშქროდ ან საბანაკედ დაუვიწყარი თავგადასავლებისათვის.
გაქირავებისა და გაყიდვის გარდა, ჩვენ გთავაზობთ ექსტრემალურ ტურებს საქართველოს მთებში!
თუ გსურთ მოიაროთ საქართველო და არ გაქვთ შესაბამისი აღჭურვილობა ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პირობებს - მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები.
ჩვენი ნივთებით აღჭურვის შემდეგ ისღა დაგრჩენიათ საუკეთესო დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად!