წესები და პირობები

ერთი მხრივ, შპს „ქემფშეარ სთორი“ (ს/ნ: 402261093) და მეორეს მხრივ, მომხმარებელი ვთანხმდებით შემდეგზე:

ვინაიდან CampShare წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას და ვინაიდან მომხმარებელს სურს გახდეს CampShare-ის წევრი, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი აცხადებს ნებას იყოს CampShare-ის რეგისტრირებული წევრი და დაიცვას წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დებულებები.

მომსახურების სფერო

კომპანია campshare.ge-ის პლატფორმის საშუალებით საიტზე რეგისტრირებულ სრულწლოვან მომხმარებლებს, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი პირობების დაცვით, სთავაზობს პროდუქტის/პროდუქციის შესყიდვის შესაძლებლობას.

კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას საიტი გამოიყენოს მომხმარებელთათვის სხვადასხვა შეთავაზებების გასაკეთებლად.

ვებ-გვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს campshare.ge-ზე განთავსებული პროდუქტი/პროდუქცია.

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებ-გვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „ქემფშეარ სთორი“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება მომხმარებლის ვინაობა, ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება, გადახდის ფორმა და მიწოდების დრო, ფასი და ადგილი.

ტერმინთა განმარტება

ვებ-გვერდი/საიტი - კომპანიის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ვებ-გვერდი campshare.ge;

ქემფშეარ სთორი/ქემფშეარი/CampShare/კომპანია/გამყიდველი/ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე იურიდიული პირი „ქემფშეარ სთორი“, საიდენტიფიკაციო ნომრით 402261093, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, დიდუბის რ-ნი, დიღმის მასივი, III კვარტალი, კორპუსი 39, ბინა 34; ფაქტობრივი მისამართით: ქ. თბილისი, შალვა ნუცუბიძის ფერდობი IV მიკრო-რაიონი, V კორპუსის მიმდებარედ - კონსტანტინე კაპანელის ქუჩა #107;

წესები და პირობები - წინამდებარე შეთანხმება;

რეგისტრაცია - საიტზე პირადი ანგარიშის შექმნა;

პირადი ანგარიში/პროფილი - მომხმარებლის მიერ წესებისა და პირობების თანხმობის შედეგად საიტზე რეგისტრაციისაც წარმოშობილი პროფილი;

მომხმარებელი/მყიდველი - ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც წესებისა და პირობების თანხმობის შედეგად დარეგისტრირდება საიტზე და რომელიც იყენებს საიტს პროდუქტის/პროდუქციის შესაძენად;

მომხმარებლის თანხმობა - მომხმარებლის მიერ წესებისა და პირობების და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;

ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ წესებისა და პირობების შესაბამისად პირად ანგარიშზე წვდომა;

ნივთი/ნივთები/პროდუქტი/პროდუქცია/ - კომპანიის მიერ საიტის მეშვეობით გასაყიდი ნივთები ან მათი ერთობლიობა.

პერსონალური მონაცემები - მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით გაზიარებული პირადი სახის ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი და სხვ.)

პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის/მომსახურების შეთავაზება.

რეგისტრაცია და ავტორიზაცია

campshare.ge-ზე პროდუქტის/პროდუქციის შესაძენად საჭიროა საიტზე რეგისტრაცია.

საიტზე რეგისტრაცია დასაშვებია ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირისათვის. მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.

საიტზე რეგისტრაციისათვის მომხმარებელმა საჭიროა მიუთითოს შემდეგი სახის ინფორმაცია და განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე:

სახელი და გვარი;

ტელეფონის ნომერი;

ელექტრონული ფოსტა;

სისტემაში შესასვლელი პაროლი;

თანხმობა, რომ კომპანიამ დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად;

თანხმობა წესებსა და პირობებზე.

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა საიტზე შეუძლია პროდუქტის/პროდუქციის შეძენის პროცესში ან პროდუქტის/პროდუქციის შეძენამდე.

მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას მესამე პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, გააუქმოს რეგისტრაცია, უარი უთხრას მომხმარებელს პროდუქტის/პროდუქციის შეძენაზე. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ:

მითითებული ინფორმაცია არის სწორი და სრულყოფილი;

არის სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;

არ გამოიყენებს სხვა პირის ინფორმაციას საიტზე რეგისტრაციის მიზნით;

არ გამოიყენებს ყალბ ინფორმაციას რეგისტრაციისათვის;

რეგისტრაციისას არსებულ ველებში არ მიუთითებს შეურაცხმყოფელ ფრაზას, სიტყვას თუ სხვ.

დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს campshare.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშანი/ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას;

უკანონოდ არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის პროფილს;

არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებ-გვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;

ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახავს ავტორიზაციისათვის აუცილებელ მონაცემებს და არ დაუშვებს მისი ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენებას.

მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.

მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას შეატყობინოს მისი პროფილის არასანქცირებული გამოყენების შესახებ.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებ-გვერდზე შეთავაზებული მომსახურებ(ებ)ით.

მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე არსებული სერვისით სარგებლობისათვის გაიაროს საიტზე ავტორიზაცია. საიტზე ავტორიზაცია შესაძლებელია ვებ-გვერდის მთავარი მენიუდან სისტემაში შესვლის აღმნიშვნელი ხატულათი.

საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის და პაროლის შეყვანის გზით.

მომხმარებლის პროფილი

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს წარმოეშობა მომხმარებლის პროფილი, რომლის მეშვეობითაც შეეძლება კომპანიასთან ურთიერთობა: კომპანიისათვის შეკვეთის მიცემა, შეკვეთების ისტორიის ნახვა და სხვ.

საიტზე რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს პირადი მონაცემები (მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა, მისამართი) მისი სურვილისამებრ.

მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მისი პროფილიდან საიტზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის/წესებისა და პირობების შესაბამისად. მომხმარებელი ასევე პასუხისმგებელია მისი პროფილის უნებართვო სარგებლობის შემთხვევებზე.

პერსონალური მონაცემები

კომპანია პერსონალურ ინფორმაციას ამუშავებს მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია კომპანიის საქმიანობის განსახორციელებლად და მისი ადეკვატური და პროპორციულია.

კომპანია პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე; კომპანია უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა ისეთ უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გასცემს მომხმარებელი.

კომპანიის დასაქმებულები და კონტრაქტორები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული გამჟღავნებისაგან თავის შეკავების ვალდებულებით.

კომპანია იყენებს უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან განზრახი უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან გამოყენებისაგან.

კომპანიის მიერ ხდება რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება, კერძოდ: მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის არსებობისთვის და რომელსაც კომპანია იღებს უშუალოდ მომხმარებლისაგან. ეს ინფორმაცია მოიცავს: სახელს, გვარს, სქესს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე - მუხლი 21 (1); მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება - მუხლი 22 (1); უარი განაცხადოს მის მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება - მუხლი 25 (1); ნებისმიერ დროს, მოითხოვოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა - მუხლი 8 (4). მომხმარებელს კანონმდებლობით მინიჭებული აღნიშნული უფლების განხორციელება შეუძლია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

შეთანხმების მოქმედების ვადა და მომხმარებლის პროფილის დახურვა

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე ან კომპანიის მიერ მომხმარებლის ანგარიშის დახურვამდე.

წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და მოცემული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის ქემფშეარის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

დაუშვებელია მომხმარებელმა გააუქმოს ანგარიში თუ კი რაიმე სახის პრეტენზია აქვს კომპანიის მიმართ გამოგზავნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზია გადაწყდება კომპანიის სასარგებლოდ.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ყოველმიზეზგარეშე მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის დაიხურება მოთხოვნისთანავე, თუ კი მომხმარებელს არ აქვს კომპანიის წინაშე პრეტენზია/დავა გამოგზავნილი ან/და ნებისმიერი სახის დავალიანება.

კომპანიას აქვს უფლება, თავისი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს მომხმარებელს საიტზე წვდომა და შეუჩეროს მას მომხმარებლის სტატუსი. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს გაუგზავნის შეტყობინებას მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელშიც განმარტებული იქნება მომხმარებლის პროფილის დახურვის/შეჩერების მიზეზი.

შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

საიტიდან პროდუქტის/პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, 24 საათის განმავლობაში.

ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქტის/პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას მონაცემთა ფილტრაციის საშუალება ეძლევა სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

პროდუქტის/პროდუქციის საყიდლად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.

პროდუქტის/პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში განვადებით ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის. განვადებით პროდუქტის/პროდუქციის შეძენის შემთხვევაში ბანკსა და მყიდველს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე ქემფშეარი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

საიტის მეშვეობით პროდუქტის/პროდუქციის ყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქტის/პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით.

ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ შერჩეული ნივთი/ნივთები, მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქტის/პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

ყიდვის დასრულებისათვის, მომხმარებელი საიტიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უნდა მიუთითოს საკუთარი საბანკო ბარათის მონაცემები. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. გადახდის წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი ბრუნდება მომხმარებლის ანგარიშის გვერდზე, გადახდის შედეგის შესაბამისი შეტყობინებით.

კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

შეძენილი პროდუქციის მიწოდება

კომპანია მომხმარებელს შეძენილ პროდუქციას მიაწვდის შეძენიდან მაქსიმალურად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში.

მომხმარებელს დაუკავშირდება კურიერი, რომელიც მომხმარებელს შეუთანხმდება მიტანის დროზე. მომხმარებელი ვალდებულია დახვდეს კურიერს დათქმულ დროს მის მიერ მითითებულ მისამართზე.

თუ მომხმარებელი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა პროდუქტი/პროდუქცია ჩაიბარა მისაღებ მდგომარეობაში.

ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.

შეკვეთის ცვლილება

მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე შეცვალოს შეკვეთა საიტის მეშვეობით შეკვეთიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

პროდუქციის შეცვლის შემთხვევაში დასაშვებია გაცვლა იდენტური ან განსხვავებული ღირებულების პროდუქციაზე. ფასთა შორის სხვაობას ერთი მხარე სრულად აუნაზღაურებს მეორეს.

შეცვლადაქვემდებარებული პროდუქტის/პროდუქციის გამყიდველის სავაჭრო ობიექტამდე მიტანას მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი ხარჯით.

პროდუქტის/პროდუქციის გაცვლისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.

პროდუქტის/პროდუქციის შეცვლისათვის წარმოდგენილი ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.

შეცვლას არ ექვემდებარება შემდეგი პროდუქცია: შეძენილი პროდუქცია რომლის იმპორტიც/წარმოებაც განხორციელდა სპეციალურად მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით.

შეკვეთის გაუქმება და შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება

საქართველოს კანონით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი განაცხადოს შეკვეთაზე და გააუქმოს იგი პროდუქტის/პროდუქციის შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს აღნიშნულ უფლებას.

მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გასაუქმებლად, პროდუქტის/პროდუქციის მიღებამდე, გამოიყენოს საიტზე არსებული შესაბამისი ღილაკი.

მომხმარებელი ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების სურვილი შეატყობინოს კომპანიას წერილობითი გზით. წერილის გაგზავნის მომენტიდან 7 კალენდარული დღის ვადაში მომხმარებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით უკან დააბრუნოს პროდუქტი/პროდუქცია. მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს პროდუქტი/პროდუქცია, ყველა თანდართულ დოკუმენტთან თუ ნივთის/ნივთების საკუთვნებელთან ერთად. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს ნივთის უკან დაბრუნებაზე.

კომპანია უკან დაიბრუნებს პროდუქტს/პროდუქციას თუ კი ნივთი/ნივთები არ იქნება გამოყენებული და იქნება პირვანდელ მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.

შეკვეთაზე უარის თქმის შედეგად, კომპანია მომხმარებელს შეკვეთის გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან ან/და გაყიდული საქონლის უკან დაბრუნებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში უკან დაუბრუნებს თანხას.

მარკეტინგი

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პერიოდულად მიიღებს ვებ-გვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს საიტის მეშვეობით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების მიზნით კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ელექტრონული საშუალებები (Facebook, Instagram, Google, Google Analytics და სხვ.).

ანგარიშსწორების წესი

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი საიტიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უნდა მიუთითოს საკუთარი ბარათის მონაცემები. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

CampShare-ს არ აქვს წვდომა, როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ. მომხმარებელს ექნება საშუალება შეკვეთა შეამოწმოს საკუთარ პროფილზე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ასეთი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე, ინტერნეტზე წვდომის, ლოკაციაზე, ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „ფიშინგზე“ და საიტზე განცდილ ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო ხელყოფის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.

კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:

მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.

შეკვეთის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე.

კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა კომპანია არ არის პასუხისმგებელი საიტზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე.

კომპანია, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს, მაგრამ პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებ-გვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ საიტს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

ცვლილება შეთანხმებაში

კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

წესებსა და პირობებში შესული ცვლილებები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს.

წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანისა და საიტზე გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებლის მიერ საიტით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრეტენზიების/დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

მხარეები თანხმდებიან რომ პრეტენზიის/დავის წარმოშობის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება.

მომხმარებელი ვალდებულია პრეტენზიის/დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმართოს საიტის მეშვეობით კომპანიას და წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაცია წარმოშობილი პრეტენზიისათვის/დავისათვის.

მომხმარებლის პრეტენზიას/დავას ქემფშეარის შესაბამისი სამსახური განიხილავს მომხმარებლის მომართვიდან შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.

პრეტენზიასთან/დავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს გაეგზავნება წერილობითი/ელექტრონული ფორმით.

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ფორს-მაჟორი

ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებას, რომელიც წარმოშობილია მხარისგან დამოუკიდებლად, არის გაუთვალისწინებელი და რომლის საფუძველზეც მხარისთვის შეუძლებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

წესებისა და პირობების მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც წესებისა და პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა.

ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი/ელექტრონული შეტყობინება ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

მხარემ უნდა უზრუნველყოს და განახორციელოს ყველა მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს ფორს-მაჟორული გარემოება. მხარემ უნდა გამოიყენოს ვალდებულებების შესრულების ალტერნატიული ხერხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოების ზეგავლენისაგან.

ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების 1 (ერთი) თვეზე მეტი ვადით მოქმედების შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა მეორე მხარესთან წერილობითი/ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით

დასკვნითი დებულებები

ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს ამ წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.

წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედება იწყება მომხმარებლის მიერ საიტზე რეგისტრაციის მომენტიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.