EN
ნავიგაცია
კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

მაღაზია

  1. რატომ ვიყიდო და არ ვიქირაო აღჭურვილობა?

    თუ თქვენ შეიძენთ აღჭურვილობას ის სამუდამოდ თქვენი იქნება, ნებისმიერ დროს როდესაც მოგინდებათ სადმე წასვლა აღარ დაგჭირდებათ ფიქრი იმაზე თუ ვის რა ეთხოვოთ და სად რა იქირაოთ. გადაწყვეტთ სადმე წასვლას? მარტივია, ყველა საჭირო ნივთი უკვე სახლში გაქვთ.

  2. რა ტიპის სალაშქრო აღჭურვილობას ყიდით?

    მოცემულ ეტაპზე ჩვენთან შეძლებთ იყიდოთ ყველაფერი რაც აუცილებელია სალაშქროდ წასასვლელად ან ბანაკის მოსაწყობად. კარავი, ქვეშაგი, საძილე ტომარა, ზურგჩანთა, სალაშქრო ჯოხი, საბანაკე ავეჯი: მაგიდა, სკამი, ჭურჭელი და სხვ. სრული პროდუქციის ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ

  3. რომელ ქალაქში გაქვთ გაყიდვის სერვისი?

    ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისში გვაქვს გაყიდვის სერვისი.

  4. რეგიონებში გამოგზავნა შეგიძლიათ?

    არა, ამ ეტაპზე ჩვენი ონლაინ მაღაზია მხოლოდ თბილისს ფარავს.

  5. ონლაინ ვიყიდი?

    საიტზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ფერის, ზომის თუ ფასის პროდუქცია და ონლაინ გადახდით შეძლებთ შეიძინოთ ჩვენი პროდუქტები, ამისათვის კი დაგჭირდებათ მხოლოდ ჩვენ საიტზე რეგისტრაცია. ანგარიშის გასახსნელად შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ ბმულს.

  6. რომელ საათებში მუშაობთ?

    ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პასუხს უმოკლეს დროში გაგცემთ.

  7. ადგილზე დათვალიერება და ყიდვა შემიძლია?

    დიახ, შეგიძლიათ. ჩვენი მაღაზია მდებარეობს ქალაქ თბილისში, ბუდაპეშტის 38 ნომერში.

  8. მიტანის სერვისი გაქვთ?

    დიახ, რა თქმა უნდა! ონლაინ მაღაზია მიტანის სერვისის გარეშე ვერ იარსებებს. გაითვალისწინეთ, მიტანის სერვისი ფასიანია და არ შედის პროდუქციის ღირებულებაში.

  9. და რამდენ ხანში მოიტანთ ყიდვის შემდეგ?

    შევეცდებით უმოკლეს დროში მოვახერხოთ თქვენთვის პროდუქციის მოწოდება, მაქსიმუმ კი 72 საათი შეიძლება დაგვჭირდეს შეკვეთის მოსატანად.

  10. თანხას როგორ ვიხდი?

    თანხის იხდით ვებ-გვერდზე, მას შემდეგ რაც შეარჩევთ სასურველ პროდუქციას, თუ კი საწყობიდან გსურთ ნივთების გატანა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

  11. ვაჭრობა მოსულა?

    რა თქმა უნდა, არა! მაგრამ პერიოდულად თავად ვთავაზობთ მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს.

  12. ჩემ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებთ?

    დიახ, პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია კომპანიის საქმიანობის განსახორციელებლად, მისი ადეკვატური და პროპორციულია. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას თქვენვე გვაწვდით და დამატებით ჩვენ არ მოვიპოვებთ არაფერს.

  13. ნივთის უკან დაბრუნება შემიძლია?

    დიახ, ნივთის უკან დაბრუნება შესაძლებელია კანონმდებლობითა და ჩვენი წესების შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

  14. ტურებს თუ აწყობთ?

    დიახ, ჩვენ ვაწყობთ საქართველოს მასშტაბით ექსტრემალურ ტურებსაც, დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

  15. როგორ შევარჩიოთ კარავი?

    კარვის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  16. როგორ შევარჩიოთ ქვეშაგი (პარალონი)?

    ქვეშაგის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  17. როგორ შევარჩიოთ საძილე ტომარა?

    საძილე ტომრის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  18. რატომ უნდა გამოვიყენოთ სალაშქრო ჯოხები?

    სალაშქრო ჯოხების უპირატესობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

გაქირავება

  1. რატომ ვიქირაო და არ ვიყიდო აღჭურვილობა?

    სალაშქროდ წასასვლელად ის მინიმუმი აღჭურვილობა რომელთა შეძენაც შეიძლება დაგჭირდეთ (კარავი, ქვეშაგი, საძილე ტომარა, ჩანთა) ძვირი სიამოვნებაა. თუ კი დაბალი ფასის მიხედვით გადაწყვეტთ შეძენას, მაღალი ალბათობით უხარისხო აღჭურვილობას დააგროვებთ, რომლებიც ხელახლა გაგიხდებათ შესაცვლელი. ქირაობის შემთხვევაში კი ნორმალური ხარისხის აღჭურვილობაში ჩვენთან დღიურად გადაიხდით 30-60 ლარამდე. თუ კი ხშირად არ ლაშქრობთ და სახლში დიდი სივრცე არ გაქვთ სხვადასხვა აღჭურვილობა დიდ ადგილს დაიკავებს, ქირაობის შემთხვევაში კი ინვენტარი ჩვენს საწყობში ინახება. ჩვენგან ნაქირავები აღჭურვილობა ყოველთვის სუფთა და გაწმენდილია, ამაზე კი რა თქმა უნდა ჩვენ ვზრუნავთ, საკუთარ აღჭურვილობას კი საკუთარი ძალისხმევით დასუფთავება სჭირდება.

  2. რა ტიპის სალაშქრო აღჭურვილობას აქირავებთ?

    მოცემულ ეტაპზე ჩვენი აღჭურვილობები შეადგენს ორ და სამკაციან სალაშქრო/საბანაკე კარვებს, ორ და სამსეზონიან საძილე ტომრებს (კომფორტის ტემპერატურა: -3°; 10°; 15° და 20°), სხვადასხვა ტიპის ქვეშაგებს, სალაშქრო ჯოხებს, ჰამაკებსა და სალაშქრო გაზქურებს. სრული პროდუქციის ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ

  3. რომელ ქალაქში გაქვთ გაქირავების სერვისი?

    ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისში გვაქვს გაქირავების სერვისი.

  4. რეგიონებში გამოგზავნა შეგიძლიათ?

    არა, ამ ეტაპზე გაქირავების სერვისი მხოლოდ თბილისს ფარავს.

  5. ონლაინ ვიქირავებ?

    დიახ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში, მითითებულ ტელეფონის ნომერზე და თქვენ შეძლებთ დაჯავშნოთ ან შეუკვეთოთ მარტივად.

  6. რომელ საათებში მუშაობთ?

    ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პასუხს უმოკლეს დროში გაგცემთ, ხოლო აღჭურვილობების ჩაბარება ყოველი დღის 21:00 საათამდეა შესაძლებელია.

  7. წასაღებად სად მოვიდე?

    ჩვენი საწყობი მდებარეობს ნუცუბიძის IV პლატოზე, მეხუთე კორპუსის მიმდებარედ. თუმცა აღჭურვილობების წაღებამდე წინასწარ უნდა დაგვირეკოთ და დროზე შევთანხმდეთ.

  8. მიტანის სერვისი გაქვთ?

    დიახ, შესაძლებელია 50 ლარზე მეტი პროდუქციის ქირაობის შემთხვევაში ჩვენმა კურიერებმა ადგილზე მოგიტანონ აღჭურვილობა, ასეთ შემთხვევაში მიტანის საფასური იქნება 10 ლარი. გაითვალისწინეთ, რომ მიტანის სერვისით სარგებლობაში უკან გამორთმევაც შედის. ანუ ჩვენ გვაქვს მიტან-მოტანის სერვისი :))

  9. რამდენ კაციანი კარვები გაქვთ?

    ძირითადი ნაწილი ორკაციანი კარვები გვაქვს, თუმცა გვაქვს სამადგილიანი და ოთხადგილიანი კარვებიც, რომლებიც ასევე პოპულარობით სარგებლობენ.

  10. სალაშქრო აღჭურვილობას ყიდით?

    დიახ, ჩვენ ასევე ვყიდით კიდეც სალაშქრო აღჭურვილობებს (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგი [პარალონი],ზურგჩანთები, სალაშქრო ჯოხი, საბანაკე ავეჯი, სალაშქრო ჰამაკი და სხვ.). გასაყიდი პროდუქციის ხილვას შეძლებთ აქ

  11. სალაშქრო ზურგჩანთებს აქირავებთ?

    სალაშქრო ზურგჩანთებს არ ვაქირავებთ.

  12. სამთო აღჭურვილობა გაქვთ?

    დიახ, პროფესიონალური სამთამსვლელო აღჭურვილობების ქირაობას შეძლებთ ჩვენთან (წრიაპი, წერაყინი, დაცვის ქამარი, ჩაფხუტი, გამაშები, კარაბინი, თავის ფანარი), პროდუქციის დეტალური აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ აქ

  13. დაჯავშნის დროს თანხას ვიხდი წინასწარ?

    დაჯავშნის შემთხვევაში ავანსის სახით იხდით პროდუქციის სრული ფასის 30 (ოცდაათი) პროცენტს.

  14. თანხას როგორ ვიხდი?

    თანხის გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

  15. ვაჭრობა მოსულა?

    არა! მაგრამ პერიოდულად თავად ვთავაზობთ მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს.

  16. დილით ადრე გავდივართ სალაშქროდ და აღჭურვილობა წინა დღეს რომ წავიღოთ თანხა დაემატება?

    არა, თუ კი დილით ადრიანად გასვლა გაქვთ დაგეგმილი ჩვენი აღჭურვილობების წაღებას წინა დღით საღამოს 6 საათის შემდეგ შეძლებთ.

  17. შაბათს რომ ვიქირაო კარავი და კვირას დავაბრუნო 2 დღის თანხას ვიხდი თუ 1-ის?

    ასეთ შემთხვევაში თქვენ იხდით 1 დღის თანხას, რადგანაც ჩვენი სერვისის საფასური ღამეებით განისაზღვრება. თუმცა, თუ ახლა იფიქრეთ რომ აღჭურვილობებს დილით წაიღებთ, საღამოს დააბრუნებთ და არაფერს გადაიხდით - ცდებით! ამ შემთხვევაშიც ერთი დღის საფასურის გადახდა მოგიწევთ.

  18. აღჭურვილობების დაბრუნებას დათქმულ დროს ვერ ვახერხებ და როგორ მოვიქცე?

    უპირველესყოვლისა დაგვიკავშირდით და შეგვატყობინეთ, რომ დათქმულ დროს ვერ გვიბრუნებთ აღჭურვილობებს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყოველ გადაცილებულ დღეზე მოგიწევთ აღჭურვილობების დღიური ფასის გადახდა.

  19. კარვის გაშლა არ ვიცი და ძნელია?

    არა, კარვის გაშლა არ წარმოადგენს სირთულეს, თუ კი სიბნელეში და ცუდი ამინდის პირობებში არ გიწევთ მისი დაცემა. გაშლის ინსტრუქცია იხილეთ აქ

  20. კარავში წვიმა ჩამოვა?

    ჩვენ კარვებში წვიმა არ ჩამოვა, თუ კი კარავი სწორად არის გაშლილი და ტენტი არ ეხება კაბინას. ჩვენი კარვები არის ეგრეთწოდებული ორ ტენტიანი კარვები. გარე ტენტის წყალგაუმტარობის კოეფიციენტი არის 2,000მმ ხოლო ძირის წყალგაუმტარობის კოეფიციენტი კი - 5,000მმ.

  21. ძალიან მცივანა ვარ და თბილი საძილე ტომრები გაქვთ?

    დიახ, ჩვენთან შეძლებთ ძალიან თბილი საძილე ტომრებიც იქირაოთ.

  22. ქვეშაგი (პარალონი) რაში მჭირდება?

    ქვეშაგი ინარჩუნებს სითბოს, ასრულებს ლეიბის ფუნქციას და ველურ პირობებში გვიქმნის მინიმალურ კომფორტს. ქვეშაგის შესახებ ინფორმაცია

  23. კარავი გამიფრინდება?

    თუ კი კარავს სოლებით მყარად არ დაამაგრებთ მიწაში და შიგნითაც არ იქნებით შესული, დიდი ალბათობით ქარი კარავს გააფრენს. ჩვენი არსებობის ისტორიაში ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მომხდარა.

  24. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში რა ხდება?

    დამქირავებელი ვალდებულია აღჭურვილობის ან მისი ნაწილის დაზიანების/დაკარგვის/განადგურების შემთხვევაში სრულად აანაზღაუროს საგნის ღირებულება და აღნიშნული მოქმედებით მიყენებული ზიანი.

  25. კარავი ჩვენ უნდა გავწმინდოთ/საძილე ტომარა ჩვენ უნდა გავრეცხოთ?

    სასურველი იქნება თუ კი დაიცავთ აღჭურვილობების სისუფთავეს, მაგრამ ყოველი გაქირავების შემდეგ ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ ინვენტარის დასუფთავება-დარეცხვას.

  26. ტურებს თუ აწყობთ?

    დიახ, ჩვენ ვაწყობთ საქართველოს მასშტაბით ექსტრემალურ ტურებსაც, დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

  27. როგორ შევარჩიოთ კარავი?

    კარვის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  28. როგორ შევარჩიოთ ქვეშაგი (პარალონი)?

    ქვეშაგის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  29. როგორ შევარჩიოთ საძილე ტომარა?

    საძილე ტომრის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  30. რატომ უნდა გამოვიყენოთ სალაშქრო ჯოხები?

    სალაშქრო ჯოხების უპირატესობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ