EN

როგორ შევარჩიოთ კარავი?

02/04/2021

უამრავი ტიპის კარავი არსებობს, თუმცა სასურველის შერჩევა ლაშქრობის საუკეთესო გამოცდილებას შეგძენთ. კარავი გახდება თქვენი სახლი იმ დღეების განმავლობაში როცა სალაშქროდ გაემგზავრებით, სახლის შერჩევისას კი, დაგვეთანხმებით, ყურადღებით ყოფნაა საჭირო. მოცემულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ზომის, კონსტრუქციისა და წონის კარვებს და შევეცდებით დაგეხმაროთ მათ არჩევაში.

 

ერთტენტიანი თუ ორტენტიანი?

პირველი, და, ალბათ ყველაზე ადვილი, კითხვაა „ერთკედლიანი“ თუ „ორკედლიანი“ კარავი? პირველი „კედელი“ კარვის ნაწილია, ხოლო მეორე წვიმისაგან დამცავი. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა მრავალფეროვნებისა და კომფორტის მისაღებად. თბილ, ნათელ ღამეებში, თქვენ შეგიძლიათ გადასაფარებლის გარეშე დაიძინოთ, მხოლოდ ერთი „კედელი“ ჰაერის ცირკულირებას და სიგრილეს შეუწყობს ხელს. ცუდი ამინდისა და წვიმის დროს კი, ტენტის, ანუ მეორე „კედლის“, გადაფარება დაგიცავთ წვიმისაგან და სითბოსაც მეტად შეინარჩუნებს კარავში. მსუბუქი ვარიანტისათვის, ზოგიერთი ორტენტიანი კარავი მარტივ შესაძლებლობას ქმნის ზედა „კედელს“ გამოეყოს პირველი „კედელი“ და დარჩეს მხოლოდ „იატაკი“, ჯოხები და ტენტი. საერთო ჯამში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სამ განსხვავებული გზა, რომლითაც თქვენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ ისიამოვნოთ ერთი კარვით.

 

დაა, თუ ორტენტიანი კარავი უფრო მრავალფეროვანია და უკეთ ნიავდება, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ერთტენტიანი კარავი?

ერთტენტიანი კარვები აერთიანებენ წყალგაუმტარ გადასაფარებელსა და კარვის კორპუსს. მათ უფრო მეტად გამოიყენებენ მთამსვლელები, რადგანაც ამ ტიპის კარვებს გამოარჩევთ დაბალი წონა და პატარა მოცულობა. „ერთკედლიანი“ კარვების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მისი განიავება რთულია და ხშირად შიდა კედლები იორთქლება.

 Double Tents

სამ თუ ოთხსეზონიანი?

სამსეზონიანი კარვები კარგად უმკლავდება გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის კლიმატსა და პირობებს. ორი ტენტის მიუხედავად, მათ გააჩნიათ „ფანჯრები“, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას. ამგვარი კარვების შიდა კორპუსი გამოირჩევა ბადის „კედლით“, რითაც სიგრილეს ინარჩუნებს მაშინაც კი, როდესაც თავზე მეორე ტენტი ექნება დაფარებული. რაც მეტია ბადე, მით უფრო ნაკლებია კარვის წონა, თუმცა ბევრმა ბადემ შეიძლება კარვის გამძლეობა შეასუსტოს. სამსეზონიანი კარვები, როგორც წესი, გამოირჩევა მოსახერხებელი და კომფორტული ელემენტებით, როგორებიცაა: ნივთების შესანახი „თარო“, შიდა კედლებზე ჯიბეები, რამდენიმე კარი, ფანჯარა და წყალგამძლე გადასაფარებელი. ეს კარვები შესაძლებელია გამოიყენონ, როგორც მანქანით მოლაშქრეებმა, აგრეთვე, ფეხით მოხეტიალეებმაც.

 

ოთხსეზონიანი კარვები შესაძლებელია გამოიყენოთ წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი მაინც უფრო ზამთრისთვისაა განკუთვნილი. ეს კარვები შექმნილია, რათა გაუძლოს დაბალ ტემპერატურას, ძლიერ ქარსა და მძიმე თოვლს, ასე რომ, თუ ამ პირობებში ლაშქრობას გადაწყვეტთ, ოთხსეზონიანი კარავი აუცილებლად დაგჭირდებათ. საერთო ჯამში, ეს კარვები უფრო მძიმე, უფრო გამძლე მატერიით დამზადებული, ნაკლები ბადეებითა და უფრო სქელი ჯოხებით იქნება დაკომპლექტებული, ვიდრე სამსეზონიანი კარვები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ოთხსეზონიანი კარვებისა არის ის, რომ გადასაფარებელი „კედელი“ მიწას ეხება, რათა შიდა კორპუსი გახადოს ქარისა და თოვლისაგან მიუღწეველი. ოთხსეზონიანი კარვების შიდა ჯოხების დაყენება უფრო მარტივია, რათა ცუდ ამინდში იოლად შეძლოთ კარვის გაშლა. ოთხსეზონიანი კარვები გვხვდება, როგორც ერთ, ისე ორკედლიანი კონსტრუქციით.

three seasons tent 4 seasons tent

საცხოვრებელი ფართი

საცხოვრებელი ფართი კარვისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, თუმცა მისი გაზომვა ყველაზე რთულია. ტრადიციული ზომები, როგორებიცაა, სიგანე, სიგრძე და სიმაღლე, მხოლოდ ამბის ნაწილს მოგვითხრობს. ვესტიბიულის სივრცე განსაზღვრავს ჩვენს რამდენ აღჭურვილობას დაიტევს კარავი, ხოლო „კედლის“ გეომეტრია, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კარვის „საცხოვრებელი ფართის“ განსასაზღვრად.

 

იატაკის ზომების შერჩევა შედარებით მარტივი საქმეა, დაახლოებით 60 სანტიმეტრი სიგანე და 2 მეტრი სიგრძე ადამიანების უმრავლესობისათვის შესაფერისია, თუ რა თქმა უნდა, ყოფილი კალათბურთელი და გოლდენ სტეიტის ყოფილი ცენტრი არ ბრძანდებით. მათ, ვისაც ძაღლთან ერთად უყვარს ლაშქრობა, ღამის გათევა გაუმარტივდებათ ორმეტრიან სიგრძეზე უფრო გრძელი კარვის შერჩევით. კარვის შერჩევა „მცხოვრებლების“ რაოდენობით (ორკაციანი, სამკაციანი და ა.შ.) მაინც ყველაზე ადექვატური იქნება.

 

კარვის სიმაღლე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის განსაზღვრავს, თუ როგორ მოხერხებულად შეძლებთ კარავში ჯდომას. რაც უფრო მაღალია პიკი, მით უფრო კომფორტულად მოთავსდებით კარვის ცენტრში.

კედლების გეომეტრია მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგანაც მათი დახრილობა ქმნის ან ამცირებს კარვის შიდა სივრცეს. რომ წარმოვიდგინოთ ერთიდაიმავე ზომის ორი იატაკი, ერთ მათგანს პირამიდა დავადგათ თავზე, ხოლო მეორეს კუბი, მივიღებთ ორ კარავს, მხოლოდ კუბის შიდა სივრცე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე პირამიდის. ამიტომაც, კარვის შერჩევისას შიდა ფართი მნიშვნელოვან მოთხოვნას წარმოადგენს.

 

ინტერიერთან ერთად გასათვალისწინებელია კარვის ექსტერიერიც. დიდი ზომის ვესტიბიულიანი კარვები იძლევიან საშუალებას ჩვენი აღჭურვილობები შევინახოთ კარვის გარეთ, თუმცა წვიმისაგან დაცულ ადგილას. ორკარიან კარავს, შესაძლოა ორი ვესტიბიული ჰქონდეს, რაც სათავსო ფართს კიდევ უფრო გაზრდის.

 nchos dzinavs

არ დაგავიწყდეთ წონა!

როგორც წესი, ლაშქრობისათვის დაბალწონიანი პროდუქტები უფრო მოთხოვნადია, თუმცა დაბალი წონა ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს. კარვების დიზაინში არსებობს ბალანსი დაბალ წონასა და გამძლეობას შორის. რაც უფრო მსუბუქია კარავი, მით უფრო მოწყვლადი მასალებისაგანაა დამზადებული, ხოლო რაც უფრო მძიმეა კარავი, მით უფრო გამძლეა მისი შემადგენლობა. ზოგადად რომ ვთქვათ, კარავი დაახლოებით 1.2 კილოგრამს უნდა იწონიდეს ერთ ადამიანზე. გახსოვდეთ, ჩანთაში ჩალაგებისას, კარვის სიმძიმის გადანაწილება შესაძლებელი იქნება, თუ კი მას გაყოფთ ორ ნაწილად - 1) ჯოხები და ზედა ტენტი და 2) კორპუსი და სხვა ნაწილები.

 

წონაზე საუბრისას, ძირითადად სამი კატეგორიის წონის რეკლამას შევხვდებით. მათი გააზრება დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კარავი:

შეფუთული წონა: ყველაზე მძიმე წონა, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც ახლავს კარავს. მაგ: ნივთების ჩანთები, თოკები, შესაფუთები და სხვ.

ბილიკის წონა: ჩვეულებრივ, ეს ყველაზე მსუბუქი შემადგენლობაა, რომელიც მოიცავს კარავს, გადასაფარებელსა და ჯოხებს.

სწრაფი ნაბიჯი: მხოლოდ ზედა ტენტი, იატაკი და ჯოხები.

ჩვენი აზრით, შეფუთული წონა ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგანაც თავის მოცემულ წონაზე მეტად ვეღარ დამძიმდება, თუმცა ზოგიერთი ნივთის ამოკლებით შევძლებთ წონა შევუმციროთ.

 gaiozmi

 

ულტრამსუბუქი კარვები

მათთვის ვისაც სიარულისას სიმსუბუქე უყვარს, ულტრამსუბუქი კარვები საუკეთესო არჩევანია. მათი ფასი უფრო ძვირია, თუმცა ეს კარვები გვთავაზობენ სხვებთან შედარებით ყველაზე დაბალ წონას. ამ კარვების დელიკატური მასალები წონას იგებს და სწრაფი ნაბიჯის შესაძლებლობას იძლევა. მათ მინიმალური მახასიათებლები აქვთ, ერთი კარი, რამდენიმე ელვაშესაკრავი და მცირე შიდა ფართი. ზოგი დიზაინი კარავში სალაშქრო ჯოხებსაც კი იყენებს, რათა წონა უფრო მეტად დაიზოგოს. ულტრამსუბუქი კარვები ბუნებით სამსეზონიანი კარვებია, რადგანაც დამზადებულია ნაზი მასალებით.

 ultra laiti

ბივუაკი

ბივუაკი ან შემოკლებით „ბივი“, თქვენი აბრეშუმის პარკი იქნება. ეს კარავი ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ვარიანტია, თუმცა ყველასათვის განკუთვნილი არ არის. ბივუაკი მსუბუქ წონას გვთავაზობს კომფორტის დაკლების ხარჯზე. „ბივის“ ბევრი სახეობა ძალიან ვიწროა მასში მოსათავსებლად და შეიძლება კლაუსტროფობიაც კი გამოიწვიოს. ისინი საუკეთესო თანამგზავრები არიან კლდეზემცოცველთათვისა და მთასვლელებისათვის.

 

ბივუაკი მიუხედავად იმისა რომ მარტივი დიზაინი აქვს, რამდენიმე მახასიათებელს მაინც გვთავაზობს. ზოგიერთ „ბივის“ ჭერზე შესაძლოა ჰქონდეს ბადე, რათა დაგიცვათ მწერებისაგან ან კაპიუშონი, რომ მისი გადაფარებით შეძლოთ სახის დაცვა. მომხმარებელთა კომფორტისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის წყალგამძლე და მსუნთქავი მასალა.

 nagdi bivy

მანქანით სალაშქრო კარავი

მანქანებით დასაბანაკებლად გამოიყენება კარვები, რომლებიც დაბალი წონით არ გამოირჩევიან, მათი მასალების წონის დაკლებაზე მწარმოებლებს არ უზრუნვიათ, თუმცა ამის გამო ეს კარვები უფრო იაფია. მანქანით კი მათი გადაადგილება ძალიან მარტივია. სწორედ ამიტომ მანქანის კარვები შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ზომისა და ფორმის, რამდენიმე ოთახიანიც კი.

 test

ჰამაკი

კარვებისა და ბივუაკების გარდა, ბევრი სხვა ვარიანტი გვაქვს ღამის გასათევად.

ჰამაკები პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც მარტივია, მსუბუქია და იოლად გასაწყობია. ასევე, ისინი არ ეხებიან მიწის ზედაპირს. ჰამაკის მინუსია ის, რომ აუცილებლად სჭირდება ორი მყარი ხე და გარეთ თბილი ამინდი. ჰამაკებს გააჩნიათ დამატებითი აღჭურვილობები, რომლითაც შესაძლებელია მასში რბილად წოლა, მწერებისაგან თავდაცვა და სხვ.

 hammo

ყურადღებით შეარჩიეთ თქვენთვის კარვები და დაგეგმეთ სამომავლო სალაშქრო მიმართულებები, რაც, დაგვერწმუნეთ, საქართველოში უხვადაა. თქვენი აღჭურვა კი ჩვენ გამოცდილ გუნდს მიანდეთ. ჩვენი აღჭურვილობების ნახვას კი შეძლებთ ამ ბმულზე.