საქართველოში სალაშქრო ჯოხებით სარგებლობა ნაკლებად პოპულარულია, არადა მსოფლიოში ჩატარებული ბოლოდროინდელი რამდენიმე კვლევა ზუსტად აჩვენებს სალაშქრო ჯოხების ეფექტურობასა და მნიშვნელობას. სალაშქრო ჯოხები ისევე მნიშვნელოვანია ლაშქრობისათვის, როგორც ჩაფხუტი თოვლზე სრიალისას თუ ველოსიპედით გადაადგილებისას. ამ სტატიის მიზანიც სალაშქრო ჯოხების მნიშვნელობის წარმოჩენაა. ჯოხები ძირითადად დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და სახსრების დაცვასთან.
სალაშქრო ჯოხები აადვილებს სიარულს და მინიმუამდე დაჰყავს დაცემისა და ტრავმის მიღების რისკი. მისი ძირითადი დადებით მხარეებია:
სალაშქრო ჯოხები გეხმარებათ ბალანსის დაცვაში და თავიდან გაცილებინებთ დაცემის შანებს: ისინი გგვრიან თავდაჯერებულობასა და სტაბილურობის განცდას სიარულის დროს. ჯოხები ძალიან გეხმარებათ დაძლიოთ ისეთი წინაღობები რთულ ზედაპირებზე როგორებიცაა: თოვლი, ყინული, ქვები, თიხა ან ღრმა წყალი. ლაშქრობის დროს ყველაზე მეტ ინციდენტს ფეხის ასრიალება და დაცემა იწვევს, სალაშქრო ჯოხები კი ამ რისკებს მაქსიმალურად შეგამცირებინებთ.
ჯოხები ფეხებსა და ხელებს შორის დატვირთვის გადანაწილებით იცავს თქვენ სახსრებს. სიმაღლიდან დაშვებისას იღებს დარტყმებს, რომელიც იცავს თქვენ მუხლებს, კოჭებს, თეძოებსა და წელს. დამტკიცებულია, რომ სალაშქრო ჯოხების გამოყენება 25%-ით ამცირებს მუხლებზე სიმძიმის დაწოლას. აგრეთვე, ჯოხები ძალიან გამოსადეგია მაღლა ასვლისასაც, ამ დროს ისინი გვეხმარებიან მოვადუნოთ მყესები და ბარძაყები.
ძალისხმევის შემცირება: თქვენი ხელები და ფეხები იზიარებენ დატვირთვას, რითაც ფეხებს შვებას ჰგვრით, განსაკუთრებით აღმართებზე ასვლისას. უფრო მეტიც, ჯოხებთან ერთად მეტად თავდაჯერებული გადაადგილდებით. ჯოხებთან ერთად ერთ ტემპში სიარული ამცირებს დაღლილობასაც.
ჯოხები მიგიძღვებიან წინ, განსაკუთრებით აღმართებზე სიარულისას, რა დროსაც ხელებით ჯოხებზე დაყრდნობით ამცირებთ კუნთების დაღლასა და გულის ცემის სიხშირეს.
სტატიაში სალაშქო ჯოხების ჩამოთვლილი უპირატესობები იმდენად აშკარაა, რომ ერთხელ თუ გაივლით მათთან ერთად, მათ გარეშე ლაშქრობაში სიარულს ვეღარასდროს შეძლებთ. ჩვენთან სალაშქრო ჯოხების ქირაობას კი შეძლებთ ამ ბმულზე.