EN
ნავიგაცია
კატეგორიები

ურსულა მარტინმა ფეხით გაიარა 8000 კილომეტრი უკრაინიდან უელსამდე

08/06/2021

ურსულა მარტინი კვირას დაბრუნდა ლანიდლოესში, პოუისში - უკრაინის დედაქალაქ კიევიდან გამგზავრებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ. ლაშქრობა მიზნად ისახავდა საკვერცხის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომლის დიაგნოზიც მას 10 წლის წინ დაუსვეს.

„ევროპას პლუს ერთი“, ასე აღწერს ურსულა უკრაინას, საიდანაც თავისი ლაშქრობის დაწყება გადაწყვიტა. სამწუხაროდ გზის დასრულებამდე პანდემია დაიწყო, რამაც ბევრი პრობლემა გამოიწვია. „არასოდეს მიგრძვნია, რომ სახლში უნდა წავსულიყავი“ - ამბობს ურსულა - „გასული წელს დაახლოებით ექვსი თვე ვიყავი ჩაკეტილი, რომ არა პანდემია, ვფიქრობ, დეკემბერში უკვე დავასრულებდი მოგზაურობას“. „უელსში დაბრუნებამ ნაცნობი გრძნობები გამოიწვია, ძალიან ბედნიერი ვიყავი მეგორებისა და ახლობლების ნახვით. ადრენალინის გამო წუხელის ცუდად მეძინა, დილით გაღვიძებისას კი ჩემი გონება კვლავ მეკითხებოდა დღეს სად უნდა წავსულიყავით. ცოტა დრო მჭირდება რათა შევეგუო, რომ თავგადასავალი დასრულდა“ - აცხადებს ურსულა.