ლაშქრობისთვის მაისურის არჩევისას ორი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინოთ: თქვენი ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა და გარე ტემპერატურა.
ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა
ძლიერ ინტენსიური ლაშქრობის დროს (ფიზიკური ძალისხმევისა და ზღვის დონიდან სიმაღლის გათვალისწინებით) თქვენ ოფლიანდებით, ამიტომ უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ სინთეტიკური ქსოვილისაგან დამზადებულ მაისურებს, რომლებიც სუნთქვადია და ასევე, სწრაფად შრება.
თუ თქვენ ლაშქრობისას ატარებთ ზურგჩანთას, გირჩევთ მოირგოთ მაისური, რომელსაც ზურგზე ბადე აქვს, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ეს ნაჭერს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
უფრო მოკლე და ნაკლებად ინტენსიური ლაშქრობის დროს, შეგიძლიათ მოირგოთ ნატურალური მასალისგან დამზადებული მაისურები. ისინი კომფორტულია, თუმცა არის შედარებით მძიმე და მათი გაშრობაც რთულია.
გარე ტემპერატურა
თბილ ამინდში (ინტენსიური აქტივობის დროს) მოირგეთ ბრეტელიანი ან მოკლე სახელოიანი მაისურები, რომლებიც სუნთქვადია და ხშირ შემთხვევაში , აქვთ ელვა შესაკრავი დამატებითი ვენტილაციისთვის.
ცივ ამინდში, უმჯობესია მოირგოთ გრძელსახელოიანი, მერინოს მატყლისგან (ბუნებრივი, ანტიბაქტერიული მასალა, რომელიც ზღუდავს ცუდი სუნის გამოყოფას) დამზადებული, ან დათბილული მაისურები. ისინი ინახავენ მეტ ჰაერს, ხელს უწყობენ სხეულიდან გამოყოფილი ტემპერატურის შენარჩუნებას და შესაბამისად, გათბობას.