ძაღლი და პატრონი
ძაღლთან ერთად ლაშქრობა სრულიად განსხვავდება სიარულისა და სეირნობისაგან. ამ დროს ძაღლი თქვენზე მიჯაჭვული პარტნიორია, რომელიც გზას იკვლევს. გთავაზობთ რეკომენდაციებს ძაღლთან ერთად ლაშქრობის დასაწყებად და მარშრუტების აღმოსაჩენად.
ძაღლთან ერთად ლაშქრობის უპირატესობები
მთავარი უპირატესობა ძაღლთან ერთად ლაშქრობისა, არის ურთიერთობის გაღრმავება. გარე აქტივობა არამარტო კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ ამყარებს კავშირს თქვენსა და ძაღლს შორის.
შეარჩიეთ შესაფერისი მარშრუტი
კარგი ლაშქრობისთვის საჭიროა მომზადება. ეს, ბუნებრივია, ძაღლთან ერთად ლაშქრობასაც ეხება.
უპირველეს ყოვლისა, თქვენ და თქვენმა ძაღლმა უნდა შეისწავლოთ გზები, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზეა განლაგებული. დარწმუნდით, რომ თქვენი მარშრუტი არ მოიცავს გადაულახავ ან მიუვალ გზებს. გაითვალისწინეთ გზის ხელმისაწვდომობა ამა თუ იმ სეზონის დროს.
აგრეთვე, იფიქრეთ იმაზე თუ როგორ მიიღებთ წყალს. მნიშნველოვანია, რომ მაღალი ტემპერატურის დროს, გქონდეთ დიდი რაოდენობით წყალი თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის. მარშრუტის დაგეგმვისას შეამოწმეთ არის თუ არა გზად წყალი.
გაითვალისწინეთ, თუ რა სახის დაბრკოლებების გადალახვა შეუძლია თქვენს ძაღლს. თუ თქვენი ძაღლი არის სწრაფი, მაგრამ არა მოქნილი, ან უჭირს ცოცვა, უმჯობესი იქნება თუ თავს აარიდებთ ციცაბო ბორცვებსა და ტყის სიღრმეებში ლაშქრობას.
როგორ მოვამზადოთ ძაღლი
სანამ გზას გაუდგებით, აუცილებელია აღჭურვილობის მომზადება. არსებობს მომზადების ორი გზა იმის გათვალისწინებით, თუ რა ჯიშისაა თქვენი ძაღლი, რამდენი წლის, რა ზომის და ამასთან, რამდენად ინტენსიური უნდა იყოს ლაშქრობა.
პირველი: ზურგჩანთა თქვენი ძაღლისთვის. შეარჩიეთ სათავსოებიანი ზურგჩანთა, რათა თქვენმა ძაღლმა შეძლოს საკუთარი წყლის, საკვებისა და სათამაშოების ტარება. გაითვალისწინეთ თუ რამდენის ტარებას შეძლებს ის, რათა შინაური ცხოველი ძლიერად არ დატვირთოთ. თუ თქვენი ძაღლი სრულიად ჯანმრთელია, ის შეძლებს თავისი წონის მესამედი სიმძიმის ტვირთის ტარებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ლაშქრობა ხანგრძლივი და ინტენსიურია, ძაღლისთვის ტვირთის სიმძიმე მისი წონის მეოთხედს უნდა შეადგენდეს.
მეორე: ატარეთ წყალი და საკვები თქვენით, რათა ძაღლისთვის გადაადგილება უფრო ადვილი იყოს.
თქვენი ზურგჩანთის გამზადების შემდეგ უნდა იზრუნოთ ძაღლის აღჭურვილობაზე. აღჭურვილობა დამოკიდებულია თქვენი დაგეგმილი აქტივობის სახეზე. სხეულზე X-ტიპის ჩაცმა საუკეთესო ვარიანტია ლაშქრობისას. ამ ტიპის აღჭურვილობა მაგრდება ზუსტად ძაღლის კუდთან, რაც მას საშუალებას აძლევს თავად აკონტროლოს სიმძიმის ცენტრი. ამ ტიპის აღჭურვილობა განსხვავდება ძაღლის ტრადიციული საყელურისგან.
ძაღლი დააბით თქვენს სხეულზე ისეთი სახის თოკით, რომელსაც ექნება ზამბარის ეფექტი (ძირითადად, რაიმე წელვადი მატერია). გაწვრთნილი ძაღლებისათვის ამ ფუნქციას საყელურზე მიმაგრებული თოკი ასრულებს. უმჯობესია თუ თოკს დაიმაგრებთ ზურგჩანთის იმ ზოლზე ,რომელიც თქვენს მუცელთან იკვრება.
ძირითადი წესები
ძაღლთან ერთად ლაშქრობისას რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ.
უპირველეს ყოვლისა, პატივი ეცით სხვა მოლაშქრეებს. ასევე პატივი ეცით მცენარეებსა და ველურ ბუნებას. მოერიდეთ გარეულ ცხოველებს.
იქონიეთ ჩანთები ძაღლის ექსკრემენტების გასასუფთავებლად და იფიქრეთ იმაზე, თუ სად წაიღებთ დაგროვილ ნაგავს.
ოპტიმალური სიამოვნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ძაღლი კარგად იყოს გაწვრთნილი. არაა საკმარისი მხოლოდ ისეთი მარტივი ილეთები, როგორიცაა: დაჯექი, დაიყეფე, თათი მომეცი, არამედ საჭიროა უფრო სპეციფიკური ბრძანებები: მარჯვნივ/მარცხნივ (მნიშვნელოვანია სწრაფი მოძრაობისთვის), გაჩერდი (მნიშვნელოვანია საშიშროების შემთხვევაში), წინ (იმისთვის, რომ თქვენ დაგეხმაროთ).
ლაშქრობის შემდეგ
სახლში დაბრუნების შემდეგ უპირველეს ყოვლისა უნდა შეამოწმოთ ხომ არ ჰყავს ძაღლს ტკიპები. მოგვიანებით, ამოიღეთ საკვების თასი. აუცილებლად უნდა მოიცადოთ ერთიდან-სამ საათამდე, სანამ თქვენს ოთხფეხა მეგობარს აჭმევთ.
თქვენი ძაღლის კუჭს უფრო მეტად ემუქრება დილატაცია-დაბრუნების საფრთხე, რადგან ის ბევრად უფრო მოძრავია. ძაღლისთვის საკვების მიცემა ვარჯიშის შემდეგ ზრდის კუჭის ამობრუნების რისკს. ამის შემდეგ შეამოწმეთ ძაღლის თათები და გაუკეთეთ მცირე მასაჟი ბედნიერებისთვის.
რჩევა: თუ ძაღლი არ გემორჩილებათ მიმართეთ წახალისებას და არა დასჯას. თუ ძაღლი კარგად იქცევა, აუცილებლად გაამხნევეთ ის.