EN
ნავიგაცია
კატეგორიები

ნეპალის გუნდმა ისტორია დაწერა ზამთარში K2-ზე წარმატებული ასვლით

01/05/2021

2021 წლის 16 იანვარს ისტორია დაიწერა - პირველად ზამთარში დაილაშქრა K2 მწვერვალი. K2, იგივე ჩოგორი ანდაც „ველური მთა“, ყარაყორუმის მთათა სისტემაში შემავალი მთაა, ხოლო ევერესტის შემდგომ, დედამიწაზე ყველაზე მაღალი მწვერვალია, სიმაღლით 8 611 მეტრი. გეოგრაფიულად იგი პაკისტანისა და ჩინეთის ბუნებრივი საზღვარია.
 
სელფი K2 მწვერვალზე
 
1954 წლის ამერიკული ექსპედიციის შემდგომ, მთამსვლელმა ჯორჯ ბელმა თქვა, რომ „ის „ველური მთაა“, იგი შენს მოკვლას ცდილობს“. მართლაც, K2 ყველაზე საშიში მწვერვალია, საშუალოდ ოთხი მთამსვლელიდან ერთი იღუპება მასზე ლაშქრობისას. მისი ასეთი საზარელი სტატისტიკა კიდევ უფრო ამძაფრებს გუშინ მიღეწულ შედეგს, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული შუა ზამთარში მოხდა, ფაქტობრივად მომავალში თითქმის განუმეორებელ რეკორდთან გვაქვს საქმე, მით უფრო, რომ აქამდე K2-ის ზამთარში დალაშქვრის სულ 6 და წარუმატებელი მცდელობა იყო.
 
K2-ის მწვერვალისაკენ მიმავალი გზა.
 
12 იანვარს ათი მთასვლელისაგან შემდგარმა ჯგუფმა დატოვა მთავარი ბანაკი და მწვერვალისაკენ გაემართა. ისინი ჯონ სნორი სიგურსონის, მუჰამად ალი სადპარასა და მისი შვილის საჯიდ ალის მიერ უკვე დამაგრებულ ბაგირს გაჰყვნენ პირველ ბანაკამდე. მეორე ბანაკამდე კი Mingma G-ს გუნდის გაყვანილი ბაგირით ავიდნენ. მომდევნო დღეს მთამსვლელები Mingma G-სა და ნიმების (ეთნიკური ჯგუფი) გაბმული ბაგირით „შავი პირამიდის“ მონაკვეთის გავლით მესამე ბანაკში ავიდნენ. 14-ში მათ ფანტასტიკური პროგრესი განიცადეს და 7 300 მეტრიანი ხაზი გადაკვეთეს, მეოთხე ბანაკთან, მთლიანი მარშრუტის ერთადერთ ბრტყელ ადგილთან, ახლოს. თუმცა ღამე მეოთხე, იგივე „მაღალი ბანაკისაგან“ ოდნავ ქვემოთ, 7 350 მეტრზე გაათიეს. ღამით ისეთი ქარი იყო, ზოგიერთმა ალპინისტმა კარვის გაშლას მთის ნაპრალებში ჩაძრომა არჩია.
 
K2-ის დალაშქვრის მარშრუტი.
 
16 იანვარს კი ისტორია დაიწერა. ნეპალის დროით 5 საათზე 10 შერპელი (ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ნეპალსა და ჰიმალაიში ცხოვრობს) მთამსვლელი პიკზე ნეპალის ჰიმნის სიმღერის ფონზე ავიდა. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი პიკამდე 10 მეტრის დაშორებით ყველა წევრს დაელოდა, რათა მათ ერთდროულად აეღოთ 8 611 მეტრი.
 
K2-ის მწვერვალი.