3 წლის ჯექსონ ჰულდინგის მსოფლიო რეკორდი

01/06/2021

3 წლის ჯექსონ ჰულდინგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ზღვის დონიდან 3048 მეტრი სიმაღლე დაიპყრო. შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მდებარე პიც ბადილის მთის დასალაშქრად ბრიტანული ოჯახი 25 ივლისს გაეშურა. ჯექსონმა თავის 7 წლის დასთან, ფრეიასთან, 41 წლის დედა, ჯესიკასთან და 40 წლის მამა, ლეოსთან ერთად იცოცა. 7 წლის ფრეია კი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელმაც სხვისი დახმარების გარეშე დალაშქრა 3048 მეტრი!


პროფესიონალმა მთამსვლელმა ლეომ ჩანთით მთელი ოჯახის სალაშქრო აღჭურვილობა და საჭმელი ზიდა, რა დროსაც ჯესიკა ზურგით ჯექსონს ატარებდა. ოჯახმა 1 ღამე ალპურ ქოხში, ხოლო მომდევნო ორი ღამე ბივაკის თავშესაფარში დაჰყო. ცოცვას სულ ჯამში ოთხი დღე დასჭირდა.


ჯექსონის თქმით, მას ძალიან მოეწონა ცოცვა და ის ტკბილეული, რომელსაც გზაში მიირთმევდა.

გახარებული ლეოს თქმით, მწვერვალზე ასვლის დღეს მას 40 წელი შუსრულდა, ხოლოფრეიამ სულ თავისით იცოცა, ძალიან გაოგნებული ვარ, მას შვიდი წელი 1 კვირის წინ შეუსრულდა“. ჯესიკას აზრით ეს დიდი მიღწევაა და გაჩერებას არ აპირებენ. ოჯახი ყოველ წელს დადის სალაშქროდ, თუმცა ასეთ სიმაღლეზე პირველად ავიდნენ. მათი შემდეგი გაჩერება კი მონტენეგროა!