კურორტ გომისმთის მიმართულებით გადაადგილება მთელი ზაფხულის განმავლობაში შეზღუდული იქნება. კურორტზე ახალი საავტომობილო გზა კეთდება, რის გამოც მოგზაურები გადაადგილებას ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას დილის 5 საათიდან ღამის 11 საათამდე შეძლებთ. აღნიშნული შეზღუდვა 2021 წლის 15 ივნისიდან 1 დეკემბრამდე იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ გომისმთაზე მოხვედრა შუახევიდანაც შესაძლებელია.