აღწერა
კლასიკური სალაშქრო ჯოხი – სანდო მეგზური ნებისმიერი ლაშქრობისთვის.
ეს კლასიკური დიზაინი მარტივად და მყარად ფიქსირდება უმაღლესი ხარისხის სწრაფი ჩაკეტვის სისტემით, რაც მოგცემთ საშუალებას გზაში სწრაფად და კომფორტულად შეასწოროთ ხოლმე ჯოხის სიგრძე. დამზადებულია გამძლე, მსუბუქი ალუმინისგან – იდეალური კომბინაცია ხანგრძლივი ლაშქრობებისთვის.
მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ტრადიციული სალაშქრო ჯოხის, ასევე კამერის შტატივად. სიგრძის გაზრდის შესაძლებლობა და ერგონომიული გაფართოებული EVA-ის სახელური დამატებით კომფორტს იძლევა. მრგვალი ხის თავსახური კი მხოლოდ დეკორი არ გეგონოთ – მისი მოცილების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაშენებული ¼-20 ზომის სამაგრი კამერისთვის, რაც სალაშქრო ჯოხს მონოპოდად გადააქცევს.
კლასიკური სალაშქრო ჯოხი – უნივერსალური, სტილური და პრაქტიკული. მის გარეშე ლაშქრობა ძნელად წარმოსადგენია.
ფერი: ნაცრისფერი
მახასიათებლები:
-
მაღალი ხარისხის სწრაფი ჩაკეტვის სისტემა;
-
7075 ალუმინის მსუბუქი და ამტანი კონსტრუქცია;
-
მოსახსნელი ხის მრგვალი სახელური, კამერის სამაგრით (¼-20 თრედი);
-
გაფართოებული EVA ქაფის სახელური რეგულირებადი მაჯის თასმით;
-
ვოლფრამ-კარბიდის წვერი მოსახსნელი დამცავით;
-
სტანდარტული აქსესუარების კალათა;
-
იყიდება ერთეულად.
ტექნიკური მახასიათებლები
- Extended Length 160 cm
- Collapsed Length 71 cm
- Weight 291 g