WeeDo UNIDO Purple Mittens
ბავშვის სათხილამურო ხელთათმანი
ზომაზომების ცხრილი
- XS
- S
- M
- L
- XL
145 ₾
აღწერა
მოირგე UNIDO-სთვის შესაფერისი ხელთათმანები, საოცრად თბილი, წყალგაუმტარი და სუნთქვადი, არამოცურებადი ხელისგულებით და გრძელი მანჟეტებით, რომლებიც მარტივად ჩაცმადია.
ხელთათმანები ადვილად შეიძლება მიმაგრდეს კომბინეოზნის სახელოებზე პატარა საკეტებით, ან სულაც ერთმანეთზე გადააბათ საჭიროების შემთხვევაში. ელასტიკური ზონარი უზრუნველყოფს ხელებზე მყარ მოჭერას და ხელს უშლის თოვლის მოხვედრას ხელთათმანებში.
სხვათა შორის, ვამაყობთ, რომ ჩვენი გადამუშავებული ქსოვილის ბოჭკოების წილი ახლა 55%-ს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო მდგრადი ტექსტილის წარმოებისკენ და შესაბამისად, ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლისკენ.
WeeDo-ს შეუძლია! შემოგვიერთდით თქვენც. ერთად შეგვიძლია გავხადოთ ეს სამყარო უფრო ფერადი, წარმოსახვითი და მდგრადი.
მასალა:
- გარე მასალა და იზოლაცია: ტექნიკური გაჭიმვადი ქსოვილი, დაფარული და იმპრეგნირებული, 100% პოლიესტერი;
- სარჩული: ტრიკოტაჟი, 100% პოლიესტერი;
- შიგთავსი: 80გრ/მ² Sunergo® loft, 100%-ით გადამუშავებული პოლიესტერისგან დამზადებული;
- ხელისგული: 100% პოლიურეთანი;
- ირეცხება 30° C-ზე, არ არის შესაფერისი საშრობში ჩასაგდებად;
- მოვლის დამატებითი ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ აქ;
- მდგრადობაას და მასალებზე მეტის გასაგებად დააწკაპეთ აქ.
ფერი:
იასამნისფერი შავი დეტალებით.
მახასიათებლები:
- 100%-ით გადამუშავებული Hyperloft-ის შიგთავსი;
- მემბრანით გაწყობილი;
- ჰიპერ-რეფლექტორული მილები;
- წყლის გამძლეობა: 10,000 მმ;
- სუნთქვადობა: 5,000 გ / მ² / 24 სთ;
- გრძელი მანჟეტები;
- ელასტიკური ზონარი თასმის შემკავებლით კიდეებში;
- არამოცურებადი, გამძლე PU ტყავის ჩანართები ხელისგულებზე;
- საკეტები სახელოებზე ან ერთმანეთზე დასამაგრებლად.