აღწერა
კოლექციის შესახებ
ღამისთევისა და ხანგრძლივი ლაშქრობებისთვის სუნთქვადი ზურგის პანელი, განსაკუთრებულად კომფორტული თეძოს ქამარი და მარტივი რეგულირების სისტემა იდეალურია მოსარგებად. მსუბუქი ჩარჩო, ტევადი ჯიბეები და მარტივი წვდომის განყოფილებები ბილიკზე გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
რეგულირებადი, ინდივიდუალური მორგება
ერთიანი ზომის სისტემა, რომელიც შეკერილია, როგორც მამაკაცის, ისე ქალის გეომეტრიაზე, მარტივად რეგულირდება და სხეულის ფორმაზე ინდივიდუალურ მორგებას უზრუნველყოფს.
სუნთქვადი, სტაბილური კომფორტი
პერფორირებული 3D ქაფის ზურგის პანელი უზრუნველყოფს სუნთქვადობას, ხოლო Wishbone ტიპის შენადნობი ჩარჩო — რბილ, ამორტიზებულ მხარდაჭერას.
ტევადი თეძოს ქამრის ჯიბეები
დიდი თეძოს ქამრის ჯიბეები საშუალებას გაძლევთ სწრაფად მიწვდეთ ტელეფონს და მნიშვნელოვანი მომენტები ბილიკზევე დააფიქსიროთ.
მახასიათებლები
-
დიდი თეძოს ქამრის ელვა-ჯიბეები ტელეფონზე სწრაფი წვდომისთვის;
-
VersaFit რეგულირებადი ტორსის სიგრძე პერფორირებული 3D ქაფის სუნთქვადი ზურგის პანელით;
-
შიგთავსიანი, შემომხვევი თეძოს ქამარი დიდი ელვა-ჯიბეებით;
-
პერფორირებული, სუნთქვადი მხრის სამაგრები მკერდის ქამრით და ინტეგრირებული უსაფრთხოების სასტვენით;
-
Wishbone ტიპის შენადნობი ჩარჩო — დატვირთვის სტაბილური მართვისა და ტორსის მოქნილობისთვის;
-
ქვედა ელვა-შესაკრავიანი საძილე ტომრის განყოფილება;
-
ზედა ელვა-შესაკრავიანი ჯიბე ქვედა მხარეს დამატებითი ელვა-შესაკრავიანი ჯიბითა და გასაღების საკიდით;
-
ორი გვერდითი გამძლე ბადის ჯიბე ზედა და ქვედა კომპრესიის თასმებით;
-
წინა დიდი ელასტიკური ბადის ჯიბე გამძლე ქსოვილის პანელით;
-
სწრაფად მოსაჭერი ძაფისებური ჩამკეტი და ზედა კომპრესიის თასმები;
-
ჰიდრატაციის განყოფილება SpeedClip სისტემით, თავსებადი Gregory Hydro რეზერვუარებთან (რეზერვუარი კომპლექტში არ შედის);
-
სალაშქრო ჯოხის/ინსტრუმენტის სამაგრი რეგულირებადი ელასტიკური ჩამკეტით;
-
გამაგრებული ქვედა პანელი ორმაგი ფენის კონსტრუქციით;
-
მოყვება საწვიმარი, რომელიც ინახება ზედა სახურავის ქვეშ განთავსებულ ელვა-შესაკრავიან ჯიბეში;
-
დიდი U-ფორმის ელვა-შესაკრავი — ჩანთის შუა განყოფილებაში განთავსებულ აღჭურვილობაზე მარტივი წვდომისთვის.
მასალები
კორპუსი: 40% გადამუშავებული 210D ნეილონი / 420D მაღალი სიმკვრივის ნეილონი C0 DWR დამუშავებით — PFAS-ის გარეშე;
ძირი: 420D მაღალი სიმკვრივის ნეილონი C0 DWR დამუშავებით — PFAS-ის გარეშე;
საკიდი სისტემა / თეძოს ქამარი / წელის ნაწილი: მრავალსიმკვრივიანი დახურულ- და ღია-უჯრედოვანი ქაფები;
შასის მხარდაჭერა: შენადნობი ფოლადის ჩარჩო, მინაბოჭკოვანი Anti-barreling Cross-stay და HDPE;
შიდა საფარი: 40% Post-Consumer გადამუშავებული 135D პოლიესტერი C0 DWR დამუშავებით — PFAS-ის გარეშე;
ფურნიტურა: Bluesign-ის სტანდარტის ბალთები.
ტექნიკური მახასიათებლები
- ModelBackpack
- Torso lengthOne Size
- ColourCompass Blue
- Dimensions(Height x Width x Depth)80H x 33W x 29D cm
- Recommended maximum carry weight23 kg
- Volume55 L
- Weight1.68 kg
- SKU149380-A267