აღწერა
ფეხის თითების გამათბობელი ულტრათხელი დიზაინისაა და შესანიშნავია ნებისმიერი გარე აქტივობისთვის. უბრალოდ გახსენით შეფუთვა და მიამაგრეთ წინდის წინა ნაწილში – რამდენიმე წუთში დაიწყებს სითბოს გამოყოფას და გაძლებს 6 საათამდე.
გამათბობელი დამზადებულია სრულიად ბუნებრივი, უსუნო და ეკოლოგიურად მეგობრული ინგრედიენტებისგან (წყალი, მარილი, რკინა, ნახშირი და ვერმიკულიტი).
ტექნიკური მახასიათებლები:
- აქტიურდება ჰაერთან კონტაქტისას;
- წებოვანი ზედაპირი – ადვილად მიმაგრდება წინდის წინა ნაწილში;
- არ მიიმაგროთ პირდაპირ კანზე!!!
- თბება დაახლოებით 15 წუთში;
- მუშაობს 6 საათამდე;
- მარტივი გამოყენება;
- ერთჯერადი გამოყენება;
- ზომა: 70 x 95 მმ.