1. რატომ ვიქირაო და არ ვიყიდო აღჭურვილობა?

    სალაშქროდ წასასვლელად ის მინიმუმი აღჭურვილობა რომელთა შეძენაც შეიძლება დაგჭირდეთ (კარავი, ქვეშაგი, საძილე ტომარა, ჩანთა) ძვირი სიამოვნებაა. თუ კი ფასის მიხედვით გადაწყვეტთ შეძენას, მაღალი ალბათობით უხარისხო აღჭურვილობას დააგროვებთ, რომლებიც ხელახლა გაგიხდებათ შესაცვლელი. ქირაობის შემთხვევაში კი ნორმალური ხარისხის აღჭურვილობაში ჩვენთან დღიურად გადაიხდით 30-60 ლარამდე. თუ კი ხშირად არ ლაშქრობთ და სახლში დიდი სივრცე არ გაქვთ აღჭურვილობები დიდ ადგილს დაიკავებენ, ქირაობის შემთხვევაში კი ინვენტარი ჩვენს საწყობში ინახება. ჩვენგან ნაქირავები აღჭურვილობა ყოველთვის სუფთა და გაწმენდილია, ამაზე კი რა თქმა უნდა ჩვენ ვზრუნავთ, საკუთარ აღჭურვილობას კი საკუთარი ძალისხმევით დასუფთავება სჭირდება.

  2. რა ტიპის სალაშქრო აღჭურვილობას აქირავებთ?

    მოცემულ ეტაპზე ჩვენი აღჭურვილობები შეადგენს ორ და სამკაციან სალაშქრო/საკემპინგე კარვებს, ორ და სამსეზონიან საძილე ტომრებს (კომფორტის ტემპერატურა: -3°; 10°; 15° და 20°), სხვადასხვა ტიპის ქვეშაგებს, სალაშქრო ჯოხებს, ჰამაკებსა და სალაშქრო გაზქურებს. სრული პროდუქციის ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ

  3. რომელ ქალაქში გაქვთ გაქირავების სერვისი?

    ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისში გვაქვს გაქირავების სერვისი.

  4. რეგიონებში გამოგზავნა შეგიძლიათ?

    არა, ამ ეტაპზე გაქირავების სერვისი მხოლოდ თბილისს ფარავს.

  5. ონლაინ ვიქირავებ?

    საიტზე შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი პროდუქცია და ონლაინ გამოაგზავნოთ ჯავშანი, რის შემდეგაც პასუხს მიიღებთ მითითებული ელ-ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.

  6. რომელ საათებში მუშაობთ?

    ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პასუხს უმოკლეს დროში გაგცემთ, ხოლო აღჭურვილობების ჩაბარება ყოველი დღის 21:00 საათამდეა შესაძლებელია.

  7. წასაღებად სად მოვიდე?

    ჩვენი საწყობი მდებარეობს ნუცუბიძის IV პლატოზე, მეხუთე კორპუსის მიმდებარედ. თუმცა აღჭურვილობების წაღებამდე წინასწარ უნდა დაგვირეკოთ და დროზე შევთანხმდეთ.

  8. მიტანის სერვისი გაქვთ?

    დიახ, შესაძლებელია 50 ლარზე მეტი პროდუქციის ქირაობის შემთხვევაში ჩვენმა კურიერებმა ადგილზე მოგიტანონ აღჭურვილობა, ასეთ შემთხვევაში მიტანის საფასური იქნება 5 ლარი. ხოლო 50 ლარზე ნაკლები ინვენტარის ქირაობისას მიტანის საფასური შეადგენს 10 ლარს. გაითვალისწინეთ, რომ მიტანის სერვისით სარგებლობაში უკან გამორთმევაც შედის. ანუ ჩვენ გვაქვს მიტან-მოტანის სერვისი :))

  9. რამდენ კაციანი კარვები გაქვთ?

    ძირითადი ნაწილი ორკაციანი კარვები გვაქვს, თუმცა გვაქვს სამადგილიანი კარვებიც, რომლებიც ასევე პოპულარობით სარგებლობენ.

  10. სალაშქრო აღჭურვილობას ყიდით?

    როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ ვაქირავებთ აღჭურვილობებს, თუმცა ზოგჯერ მეორად ინვენტარს ვყიდით კიდეც.

  11. სალაშქრო ზურგჩანთებს აქირავებთ?

    სალაშქრო ზურგჩანთებს არ ვაქირავებთ.

  12. სამთო აღჭურვილობა გაქვთ?

    პროფესიონალური სამთამსვლელო აღჭურვილობების გაქირავებას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ამ ეტაპზე კი მხოლოდ სალაშქრო ინვენტარის გაქირავებით შემოვიფარგლებით.

  13. დაჯავშნის დროს თანხას ვიხდი წინასწარ?

    დაჯავშნის შემთხვევაში ავანსის სახით იხდით პროდუქციის სრული ფასის 20 (ოცი) პროცენტს.

  14. თანხას როგორ ვიხდი?

    თანხის გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

  15. ვაჭრობა მოსულა?

    არა! მაგრამ პერიოდულად თავად ვთავაზობთ მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს.

  16. დილით ადრე გავდივართ სალაშქროდ და აღჭურვილობა წინა დღეს რომ წავიღოთ თანხა დაემატება?

    არა, თუ კი დილით ადრიანად გასვლა გაქვთ დაგეგმილი ჩვენი აღჭურვილობების წაღებას წინა დღით საღამოს შეძლებთ.

  17. შაბათს რომ ვიქირაო კარავი და კვირას დავაბრუნო 2 დღის თანხას ვიხდი თუ 1-ის?

    ასეთ შემთხვევაში თქვენ იხდით 1 დღის თანხას, რადგანაც ჩვენი სერვისის საფასური ღამეებით განისაზღვრება. თუმცა, თუ ახლა იფიქრეთ რომ აღჭურვილობებს დილით წაიღებთ, საღამოს დააბრუნებთ და არაფერს გადაიხდით - ცდებით! ამ შემთხვევაშიც ერთი დღის საფასურის გადახდა მოგიწევთ.

  18. აღჭურვილობების დაბრუნებას დათქმულ დროს ვერ ვახერხებ და როგორ მოვიქცე?

    უპირველესყოვლისა დაგვიკავშირდით და შეგვატყობინეთ, რომ დათქმულ დროს ვერ გვიბრუნებთ აღჭურვილობებს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყოველ გადაცილებულ დღეზე მოგიწევთ აღჭურვილობების დღიური ფასის გადახდა.

  19. კარვის გაშლა არ ვიცი და ძნელია?

    არა, კარვის გაშლა არ წარმოადგენს სირთულეს, თუ კი სიბნელეში და ცუდი ამინდის პირობებში არ გიწევთ მისი დაცემა. გაშლის ინსტრუქცია იხილეთ აქ

  20. კარავში წვიმა ჩამოვა?

    ჩვენ კარვებში წვიმა არ ჩამოვა, თუ კი კარავი სწორად არის გაშლილი და ტენტი არ ეხება კაბინას. ჩვენი კარვები არის ეგრეთ წოდებული ორ ტენტიანი კარვები. გარე ტენტის წყალგაუმტარობის კოეფიციენტი არის 2,000მმ ხოლო ძირის წყალგაუმტარობის კოეფიციენტი კი - 5,000მმ.

  21. ძალიან მცივანა ვარ და თბილი საძილე ტომრები გაქვთ?

    დიახ, ჩვენთან შეძლებთ ძალიან თბილი საძილე ტომრებიც იქირაოთ.

  22. პარალონი რაში მჭირდება?

    ქვეშაგი ინარჩუნებს სითბოს, ასრულებს ლეიბის ფუნქციას და ველურ პირობებში გვიქმნის მინიმალურ კომფორტს. ქვეშაგის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

  23. კარავი გამიფრინდება?

    თუ კი კარავს სოლებით მყარად არ დაამაგრებთ მიწაში და შიგნითაც არ იქნებით შესული, დიდი ალბათობით ქარი კარავს გააფრენს. ჩვენი არსებობის ისტორიაში ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მომხდარა.

  24. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში რა ხდება?

    დამქირავებელი აღჭურვილობის ან მისი ნაწილის დაზიანების/დაკარგვის/განადგურების შემთხვევაში სრულად აანაზღაუროს საგნის ღირებულება და აღნიშნული მოქმედებით მიყენებული ზიანი.

  25. კარავი ჩვენ უნდა გავწმინდოთ/საძილე ტომარა ჩვენ უნდა გავრეცხოთ?

    სასურველი იქნება თუ კი დაიცავთ აღჭურვილობების სისუფთავეს, მაგრამ ყოველი გაქირავების შემდეგ ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ ინვენტარის დასუფთავება-დარეცხვას.

  26. ტურებს თუ აწყობთ?

    ამ ეტაპზე სალაშქრო ტურების მოწყობას არ ვთავაზობთ მომხმარებლებს.

  27. როგორ შევარჩიოთ კარავი?

    კარვის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  28. როგორ შევარჩიოთ ქვეშაგი (პარალონი)?

    ქვეშაგის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  29. როგორ შევარჩიოთ საძილე ტომარა?

    საძილე ტომრის შესარჩევად იხილეთ ჩვენი სტატია აქ

  30. რატომ უნდა გამოვიყენოთ სალაშქრო ჯოხები?

    სალაშქრო ჯოხების უპირატესობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ